ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, რაც თბილისში ხდება, „ორკების“ ღამის თარეში, დედის გინება, პროტესტია? – შალვა პაპუაშვილი

ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, რაც თბილისში ხდება, „ორკების“ ღამის თარეში, დედის გინება, პროტესტია? – შალვა პაპუაშვილი

by admin

კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე და ზუსტად ეს არის, რაც ხდება საქართველოში, როცა ცდილობენ თანამედროვე ლიბერალიზმთან გააიგივონ ილია ჭავჭავაძე, თუმცა ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, ამას ვხედავთ მთელ მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებულნი არიან. ზუსტად ეს უნდათ, საქართველოშიც დაამკვიდრონ. ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება, მივარდნები, დედის გინება პროტესტია?! ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად. ის, რაც გუშინ ვიხილეთ არის ის, რაც უნდათ, რომ საქართველოში დანერგონ. რუსთაველზე ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა, ეს არის ზუსტად, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ერთ-ერთი ევროკომისარი აფრთხილებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები. როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას, ზუსტად ასე არის ლიბერალიზმის თანამედროვე გაგება, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღია ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ ქართველი ლიბერალების ე.წ. ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ სოროსის ფონდის თანამშრომელს, ასევე პარტია „ახალის“ თანამშრომელს როგორ უხარია. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე“, – განაცხადა პაპუაშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay