ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home სპორტი გიორგი მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება, “ლივერპულმა” “ჩელსის” სძლია

გიორგი მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება, “ლივერპულმა” “ჩელსის” სძლია

by admin

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში გაიმარჯვა (1:1 ძირითადი დრო, პენალტების სერია – 6:5) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითად დროში გუნდი სამჯერ გადაარჩინა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (1:1) და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მამარდაშვილმა გადამწყვეტ მომენტში ერთი დარტყმა მოიგერია, ორჯერ კი ლონდონელებმა მიზანს ააცილეს.

“ლივერპულის” მეტოქე ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „ბორნმუთი“ იქნება, მატჩი 14 დეკემბერს ჩატარდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay