ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა – არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ჩვენ ამის გამო დაგვატუსაღეს, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა – არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ჩვენ ამის გამო დაგვატუსაღეს, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით

by admin

რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულება „ლელო- ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე დატოვა. მამუკა ხაზარაძის მსგავსად, ჯაფარიძესაც ციხესთან ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.

“პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამავდროულად ის ასიათასობით ოპოზიციონერი ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად. ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მოითხოვდა ჩვენგან არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან დიდი ნაწილი. თქვენ, ალბათ, ეს ინფორმაცია არ გაქვთ. თუ გაქვთ, ამ კითხვას არ დამისვამდით”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay