ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება მამუკა ხაზარაძე – ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, შეწყალების მიზანია, ოპოზიციაში აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს – ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ

მამუკა ხაზარაძე – ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, შეწყალების მიზანია, ოპოზიციაში აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს – ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ

by admin

მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს:

“ლელო-ძლიერ საქართველოს” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს, მიზანი გვაქვს ერთი – ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ მიზნისთვის“ძლიერ საქართველოს“ არც ერთი წუთით არ უღალატია და ამ ბძოლას გააგრძელებს. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენს ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებთ”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay