ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება ზელენსკი – დონალდ ტრამპი ზოგიერთი ევროპული ქვეყნით ძალიან იმედგაცრუებულია

ზელენსკი – დონალდ ტრამპი ზოგიერთი ევროპული ქვეყნით ძალიან იმედგაცრუებულია

by admin

“გუშინ ჩვენ საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. სატელეფონო ზარში ასევე მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები – მათ შორის, რა თქმა უნდა, ჯორჯია მელონი. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მივუახლოვდეთ მშვიდობას. პრეზიდენტი ტრამპი ელის უფრო ძლიერ ევროპას – ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის უკეთესი კოორდინაციით. ამავდროულად, ის ძალიან იმედგაცრუებულია ზოგიერთი ევროპული ქვეყნით, განსაკუთრებით უნგრეთით და სლოვაკეთით, რადგან ისინი კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთის ომის მანქანის დაფინანსებაში.

რაც უფრო ნაკლებ ფულს იშოვის პუტინი ნავთობიდან, მით უფრო ნაკლებს დახარჯავს ომსა და სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს – რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობებისთვის.

ახლა უკრაინაში მაქვს შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან და, სხვათა შორის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან – და ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ახლა ყველა დეტალის გაზიარება არ შემიძლია – ბევრი მათგანი ძალიან მგრძნობიარეა და სამხედრო საკითხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ჩვენ ვამზადებთ ძალას – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რომელიც, უბრალოდ გეგმის მიხედვით მუშაობით, რუსეთს ომის შეჩერებისკენ უბიძგებს”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის ამბროსეტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay