ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის

კობახიძე – თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის

by admin

თავის დროზე, თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან – ახლა, ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მიერ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების, პრეზიდენტის დამოკიდებულებას. პრეზიდენტი ფართო გაგებით, ბუნებრივია, ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან – ახლა, ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის”,- განაცხადა კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay