79
პოლონეთი უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
“როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამის გაკეთებას არც ომის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ. ჩვენ ლოგისტიკაზე ვართ პასუხისმგებელი. როგორც იცით, პოლონეთი ყველაზე დიდი ჰაბია, სადაც უკრაინისთვის დახმარების ორგანიზება ხდება. ეს თავისთავად საკმარისი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. ევროპა მოქმედებისთვის მზად არის, თუმცა ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი რუსეთის ქცევის მიმართ. ჩვენ მოქმედებას გავაგრძელებთ”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა