ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებთ, უფრო მეტ პრობლემებს შექმნით – რუბიო

ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებთ, უფრო მეტ პრობლემებს შექმნით – რუბიო

by admin

სხვა ქვეყნებს ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ჩვენ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ თქვენ აღიარებთ, ეს ყველაფერი სიყალბეა, რეალური არც კი არის და ამით უფრო მეტ პრობლემებს შექმნით“, – განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, „შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა გაართულოს“.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და ბელგია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay