ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

by admin

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი და ვიცეპრემიერი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 20 აგვისტოს ღამით რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

“რუსეთი კვლავ უწყობს პროვოკაციებს NATO-ს ქვეყნებს – რუმინეთში, ლიტვასა და ლატვიაში დრონების ინციდენტების, ასევე NATO-ს ფაქტობრივად ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით კი სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნების, ასევე პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ. კვლავ გვაქვს საქმე რუსეთის მხრიდან პროვოკაციასთან, რუსული დრონის გამოყენებასთან. ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც მშვიდობის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს.  იმ მომენტში, როდესაც არსებობს იმედი, რომ ამ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო, უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ომს, ომს, რომელიც ასევე NATO-ს ქვეყნებს ემუქრება, დასრულების შანსი აქვს, რუსეთი კვლავ პროვოკაციებს აწყობს”. – თქვა მინისტრმა.

კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროებს შორის შეხვედრები გრძელდება, ხოლო ვითარების შესახებ ინფორმაციას “ყველა მოკავშირეს” მუდმივად აწვდიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay