ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა მარკ რუტემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში თურქეთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს

მარკ რუტემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში თურქეთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს

by admin

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ ხაზი გაუსვეს თურქეთის მნიშვნელოვან როლს უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში. პრეზიდენტი ერდოღანი და ნატო-ს გენერალური მდივანი რუტე შეთანხმდნენ თურქეთის, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, წვლილზე სამშვიდობო პროცესში და მჭიდრო კოორდინაციაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ხანგრძლივი და მდგრადი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay