შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

by admin

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

“სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ სამუდამოდ შეწყვიტონ ყოველგვარი ბრძოლა, დაიწყონ ვაჭრობა და დიპლომატიური ურთიერთობების, და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო სამიტზე თეთრ სახლში.

ტრამპის თქმით, ფაშინიანი და ალიევი ისტორიაში შევლენ.

“ომი იყო, ამდენი ადამიანი იტანჯებოდა, ამდენი ადამიანი დაიღუპა და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამეა,” – აღნიშნა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay