ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home ეკონომიკა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. როგორც Reuters წერს, მათ შორისაა ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა, მაგალითად კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი.

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.

პრეზიდენტის ბრძანებაში სულ მითითებულია იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორისთვის. ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე კი 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay