ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია – ზელენსკი

მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია – ზელენსკი

by admin

ბოლო 24 საათში, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ავიაიერიშებს უკრაინაში 16 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აღემატება.

ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე 1200-ზე მეტი პოლიციელი და მაშველი მუშაობდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ათობით ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

„დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ, მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა მან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay