სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home საზოგადოება ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი – გვაქვს ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს “დიფ სთეითის” გავლენით – კობახიძე

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი – გვაქვს ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს “დიფ სთეითის” გავლენით – კობახიძე

by admin

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვას:

“რაც შეეხება ამერიკულ გზავნილს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი, გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც “დიფ სთეითის” გავლენით. ამას ამყარეს რა – ჩვენი პასუხი, ბიძინა ივანიშვილი პასუხი იყო საჯარო, მან განაცხადა, შემდეგი რამ: ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ, პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება. არა მარტო ფინანსური, სანქციები, მანამდე იყო დე ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს და სხვებს, ჩვენს შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ არ ვართ არც ფორმალური არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი უნდა იყოს ბუნებრივია, რატომ თქვეს, ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი მაგალითად, პრემიერ-მინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემასა და გაზიარებაზე. რა თქმა უნდა ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე ხომ? ამის პრობლემა არ იყო”, – განაცხადა კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay