სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home საზოგადოება გავაგრძელებთ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გავაგრძელებთ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

by admin

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გაგრძელდება.

“წუხელ რუსეთის საჰაერო დარტყმები კიევის ოთხი რაიონისკენ იყო მიმართული. მეტროსადგურები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები კრემლის სიკვდილის გამომწვევი ძალადობის ძირითადი ნაწილი გახდა. ჩვენ, როგორც ევროპელები, გავაგრძელებთ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდას”, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს უკრაინაში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტი მან რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების მონახულებით დაიწყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay