ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია

დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია

by admin

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია.

„ისინი [რაკეტები] უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან მიდის, შემდეგ კი გერმანია მათ ანაცვლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტების სანაცვლოდ „აშშ თანხას სრულად მიიღებს“.

„ჩვენ ნატო სრულად გადაგვიხდის. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თანხას ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ გადაგვიხდიან. ჩვენს ფულს სრულად ვიბრუნებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გაგზავნის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი არ ჰქონია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay