ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა ზელენსკი – დროა, ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს – ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის

ზელენსკი – დროა, ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს – ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის

by admin

ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ასევე გამარჯვებაა სომხეთის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სომეხი ხალხის უფლებისთვის, იცხოვრონ ისე, როგორც აირჩევენ. „უკრაინა მზადაა გააფართოვოს ჩვენი თანამშრომლობა და ახლა ზუსტად ის დროა, რომ ევროკავშირმა რეალური მხარდაჭერა გაუწიოს სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ მათი ცხოვრება უკეთესია ევროპასთან ურთიერთობის წყალობით. ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს დრო და არ მოხდეს შესაძლებლობების ხელიდან გაშვება“, – წერს ზელენსკი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay