ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა პუტინსა და სხვებს თუ აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ – ლინდსი გრემი

პუტინსა და სხვებს თუ აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ – ლინდსი გრემი

by admin

სამხრეთ კაროლინას შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიცემულ 50-დღიან ვადაზე კომენტარის გაკეთებისას, განაცხადა, რომ 51-ე დღეს ის პუტინს ურჩევდა, კრემლის მოკავშირე ირანის უზენაეს ლიდერს დაურეკოს.

“დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ევროპელების მიერ დაფინანსებული ამერიკული იარაღის გაგზავნის შესახებ კარგი ამბავი იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ შეწყდება, ის 100%-მდე ტარიფებს დააწესებs იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს შეიძენენ, რაც პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს – ეს პუტინს მტკივნეულ ადგილას დაარტყამდა. თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას (ირანის უზენაესი ლიდერი) დაურეკონ. მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც პუტინის საომარი მანქანის მხარდასაჭერად იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს, პრეზიდენტ ტრამპის  სიტყვას დავუჯერებდი,” – წერს გრემი X-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay