პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას.
“არჩევნების შედეგების საფუძველზე გაიმარჯვა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“. პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას.
მადლობას ვუხდი სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და თავისუფალად მისცეს ხმა.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2021 წელთან შედარებით, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის ხმები, ჩვენი მოქალაქეების ნდობის უფრო დიდი რიცხვი. ეს ქმნის სავალდებულო პასუხისმგებლობას და ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დაიცვა დამოუკიდებლობა, დაიცვა მომავალი და დაიცვა მშვიდობა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ხმა მისცა 16 ნომერს. ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებო, მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველას წინაშე”, – აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა: “გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას”