89
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას.
ტრამპს Air Force One-ს ბორტზე ჟურნალსიტებმა ჰკითხეს, დარწმუნებულია, რომ შეძლებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას?
“არ ვიცი. ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ეს”, – თქვა ტრამპმა.
კოთხვაზე, იყო თუ არა ომის დასრულება პრიორიტეტი, ტრამპმა უპასუხა: “დიახ. მსურს, რომ ეს მოხდეს”.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინაში ომს დასრულებდა გაპრეზიდენტებისთანავე. მოგვიანებით, ჟურნალ Time -თან ინტერვიუში მან ეს დაპირება უარყო და მას გადაჭარბებული უწოდა