პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home პოლიტიკა ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ – გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი

ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ – გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი

by admin

“ჩვენ ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ და ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა” – ამბობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი:

“სამეფოს დასაცავად საზოგადოების ყველა ნაწილს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისი როლი აქვს შესასრულებელი, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი შეიცვალა. დიდი ბრიტანეთის წინაშე არსებული საფრთხე სერიოზული და არაპროგნოზირებადია. “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა” არის გეგმა, რომელიც ბრიტანეთს უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს გახდის, ბრძოლისთვის მზად გახდის, ძლიერი ალიანსებითა და მოწინავე შესაძლებლობებით.

საომარი მზადყოფნის მდგომარეობაში გადასვლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ცენტრალური მიზანია, ეს აგრესორების შეკავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ნატო-ს გააძლიერებს. დიდი ბრიტანეთი ინოვაციებს ომის დროინდელი ტემპით განახორციელებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა საჰაერო და თავდაცვის სისტემებში ინვესტიციებს ჩადებს, ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე 15 მილიარდ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს და ექვს სამხედრო საწარმოსა და 12 ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააშენებს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay