103
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო – და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას – არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის “ოფისი” რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ “ეფ-ეს-ბე”-ს დირექტორატის გვერდით. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა” – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყეს. მისი თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ. ამასთან, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს