ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home საზოგადოება სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

Ukrainskaya Pravda-ს ინფორმაციით, სტამბოლის მოლაპარაკებებამდე ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, გენშტაბის უფროსსა და დაზვერვის ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინა საკუთარ პირობებს დააყენებს.

“პირველი, სრულყოფილი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. იმისთვის, რომ დამყარდეს სანდო და ხანგრძლივი მშვიდობა და უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხოება, ლიდერების უმაღლეს დონეზე შეხვედრა უნდა მომზადდეს”. – განაცხადა ზელენსკიმ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay