141
ჩვენი წინადადება მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენი წინადადება მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება. ჩვენ არ მიგვაქვს უკან ჩვენი შეთავაზება, რომელმაც შეიძლება დიპლომატიას შანსი მისცეს. თუმცა, სწორედ რუსეთისგან ვერ ხედავს მსოფლიო პასუხს – არანაირი პასუხი ახალი დარტყმების გარდა. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს, ცხადია, ყველასთვის, თუ ვინ არის ომის წყარო. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და მათ ეს მოუწევთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ