შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს საამართლოში უჩივლეს

ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს საამართლოში უჩივლეს

by admin

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანებმა ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ტელევიზიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი ასაჩივრებენ გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ კონტრაქტები შეუწყდათ.

ნინო ზაუტაშვილი და მისი გუნდი გადაცემა „რეალურის სივრციდან“, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ნაკლოვანებებზე.

შეგახსენებთ, გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, ზაუტაშვილთან და ივანოვ-ჩიქოვანთან 11 აპრილს კონტრაქტები შეწყდა, ოთხ თანამშრომელს კი საყვედური გამოცხადეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay