პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
Home მსოფლიო ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

by admin

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

“ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ (სირიის) ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ. სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay