პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები დააწესოს – ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას – სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები დააწესოს – ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას – სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

by admin

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას, ბრიუსმა უპასუხა :

“ვიცით, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს – ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს – ის ამ საკითხში ძალიან მკაფიოდ საუბრობს. ამავდროულად, მას ესმის, რომ არსებობს მსოფლიოს სხვა ნაწილიც, რომელსაც ყურადღება სჭირდება. სახელმწიფო მდივანმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტილი შეიცვლება, შეიცვლება ჩვენი წვლილის მეთოდოლოგია იმით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შუამავლები. ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით (სამშვიდობო მოლაპარაკებებში) და დავეხმარებით ყველანაირად. თუმცა, ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად „მსოფლიოში ფრენას“ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის (უკრაინისა და რუსეთის) პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა ტემი ბრიუსმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay