პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
Home პოლიტიკა უკრაინამ სანქციები დაუწესა ოლექსი არესტოვიჩს

უკრაინამ სანქციები დაუწესა ოლექსი არესტოვიჩს

by admin

უკრაინამ სანქციები დაუწესა თავის შვიდ მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს ოლექსი არესტოვიჩს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 1 მაისს მოაწერა.

ზელენსკის განცხადებით, ამ პირებმა თავისი ბედი დაუკავშირეს რუსეთის ინტერესების შესაბამის პროპაგანდას, ომს ამართლებენ და უკრაინის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ახორციელებენ.

სანქცირებულ უკრაინელებს შორის არიან ბლოგერი მიროსლავ ოლეშკოც და პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკი, რომელმაც ზელენსკის შესახებ დაწერა წიგნი „ჯოკერი“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay