პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home მსოფლიო მჯერა, რომ თუ ინდოეთი და აშშ ერთად წარმატებით იმუშავებენ, მაშინ ჩვენ მშვიდობიან 21-ე საუკუნეს ვიხილავთ -ჯეი დი ვენსი

მჯერა, რომ თუ ინდოეთი და აშშ ერთად წარმატებით იმუშავებენ, მაშინ ჩვენ მშვიდობიან 21-ე საუკუნეს ვიხილავთ -ჯეი დი ვენსი

by admin

მჯერა, რომ აშშ-ინდოეთის პარტნიორობა 21-ე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო საუკუნედ აქცევს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ჯაიპურში, რაჯასტანის საერთაშორისო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მჯერა, რომ თუ ინდოეთი და აშშ ერთად წარმატებით იმუშავებენ, მაშინ ჩვენ მშვიდობიან 21-ე საუკუნეს ვიხილავთ. მაგრამ, თუ ერთად წარმატებით მუშაობას ვერ შევძლებთ, მაშინ შეიძლება 21-ე საუკუნე მთელი კაცობრიობისთვის მძიმე იყოს. 21-ე საუკუნის მომავალს აშშ-ინდოეთის პარტნიორობის სიძლიერე განსაზღვრავს. პრეზიდენტ ტრამპს მთელ მსოფლიოსთან აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსის შეცვლა სურს. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც აშშ-ის საზღვრებში, ისე სხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ ეს ამერიკელ და ინდოელ ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს”, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay