აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საშინელება იყო.
“ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია. გახსოვდეთ ეს: ეს ბაიდენის ომია. მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
როდესაც სთხოვეს განემარტა, თუ რას გულისხმობდა შეცდომაში, ტრამპმა უპასუხა: “მათ შეცდომა დაუშვეს, მათ ჰკითხეთ”.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და 117 – დაშავდა