ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home საზოგადოება უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს – ტრამპი

უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ იყენებენ, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს.

“პარასკევს არანაირი სატარიფო „გამონაკლისი“ არ გამოცხადებულა. ეს პროდუქტები ექვემდებარება ფენტანილის არსებულ 20%-იან ტარიფებს და ისინი უბრალოდ სხვა ტარიფების „კატეგორიაში“ გადადიან. „ყალბმა ამბებმა“ ეს იცის, მაგრამ უარს ამბობს მის გაშუქებაზე. ეროვნული უსაფრთხოების სატარიფო გამოძიების ფარგლებში ნახევარგამტარებს და ელექტრონიკის მთელ მიწოდების ჯაჭვს განვიხილავთ.

გამოაშკარავდა, რომ ჩვენ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ვაწარმოოთ და რომ ჩვენ არ ვიქნებით სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ისეთი მტრულად განწყობილი სავაჭრო ქვეყნების მძევლები, როგორიცაა ჩინეთი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ამერიკელი ხალხის მიმართ უპატივცემულობისთვის. ვერ დავუშვებთ, მათ განაგრძონ ჩვენი შეურაცხყოფა ვაჭრობის საკითხებში, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, ეს დღეები დასრულდა!” – აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს გამოაცხადა, რომ იმპორტირებულ სმარტფონებზე, ლეპტოპებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay