უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, უკრაინაში ჩავიდეს და თავად ნახოს რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგები.
“ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები. მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვს გარიგება. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს.
სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ აშშ-ში რუსული ნარატივები ჭარბობს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გაიგო, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს ამერიკაზე, აშშ-ის პოლიტიკასა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს” – განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.