ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ტრამპის სპეცწარმომადგენელი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანში იმყოფებიან

ტრამპის სპეცწარმომადგენელი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანში იმყოფებიან

by admin
ტრამპის სპეც.წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, უკვე ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფებიან.

პირველადი ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით, ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის მოლაპარაკებები დაიწყება დღეს ჩვენი დროით 17:00 საათზე.

ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟის ნებისმიერი შეთავაზება მოლაპარაკებებისას, დაასრულებს დიპლომატიურ მცდელობას.

ვიტკოფის ბოლო განცხადებებით, ვიცით, რომ აშშ-ს წითელი ხაზია ირანის ბირთვული შეიარაღების დაუშვებლობაა, თუმცა ზოგადად ბირთვულ პროგრამაზე, მიანიშნა, რომ აშშ მზად არის კომპრომისებისთვის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay