58
უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო შანსს დონალდ ტრამპი წარმოადგენს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
Эთუ ვინმეს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს, ეს ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტია. საკითხავი ის არის, თუ რამდენად მტკიცედ ექნება მას ეს გადაწყვეტილი, რადგან ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს. მისი პირველი ვადისას “ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის შეჩერება ამის მტკიცებულებაა, მან იცის სად შეუძლია ზიანის მიყენება”, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა