ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი

დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი

by admin

დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ”, – განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და კრემლის ინფორმაციით, განხილვის „თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay