ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს ველაპარაკე. მადლობა გადავუხადე მთელი იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ფინეთი გვიწევს და განვიხილეთ გზები, რათა გაძლიერდეს ერთობლივი ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.
პრეზიდენტმა ალექსანდერ [სტუბმა] აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრის დეტალები გამიზიარა. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რაც შეიძლება სწრაფად და მნიშვნელოვნად, რათა უფხო მოახლოვდეს მშვიდობა. ასევე არსებობს ურთიერთგაგება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უპირობო და სანდო უნდა იყოს.
ახლა რუსეთი განაგრძობს გამამართლებელი მიზეზების ძებნას, რათა გაგრძელდეს ეს ომი უფრო მეტხანს. პუტინი იგივე თამაშს თამაშობს 2014 წლიდან მოყოლებული. ეს ყველასთვის სახიფათოა – და უნდა იყოს შესაბამისი პასუხი აშშ-სგან, ევროპისგან და ყველა ჩვენი გლობალური პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს.
ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო მეტად ჩავერთოთ ამერიკელებთან, ვიპოვოთ გზები, რათა ვაიძულოთ რუსეთს მშვიდობის დამყარება, და ვიმუშაოთ უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც ჩვენი შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველანაირი ძალისხმევისთვის, რათა დამთავრდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე