კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ მის დასაცავად – გახარია

გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ მის დასაცავად – გახარია

by admin

დღეს 31 მარტია.

ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.

წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ – განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს.

მოვუწოდებ ყველას – სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად.

გილოცავთ 31 მარტს! – წერს საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay