ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა.
“დამაზუსტებელი კითხვები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა და ველოდებით შემდეგ გამოძახებას.
მთავარი კითხვა არის რატომ არ მივედი ე.წ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი, შაპიტო და ბიძინას შოუ. რაზედაც ვუპასუხე, რომ მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეტოვებინა ეს მანდატი, იმიტომ რომ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას.
წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომელიც მინდოდა გამეცნო მოსამართლისთვის, რომ არც ქვეყანას, არც ევროკავშირს, ევროსაბჭოს, აშშ-ს [არ უღიარებია ლეგიტიმაცია]. ასევე, წამოღებული მქონდა ამ მთავრობის დასანქცირებული წევრების სია, რომ დართულიყო ეს საქმეში და ამეხსნა, ეს არ არის ჩემი უბრალოდ მიზეზი, არამედ ეს არის საფუძველი, თუ რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა”. – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს პროკურატურიდან 26 მარტს დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მზად იყო მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს გამოკითხულიყო.