სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, კომისია ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს

სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, კომისია ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს

by admin

ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია სხდომაზე მისვლაზე უარის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს.

საკითხს კომისიამ წულუკიანის თავმჯდომარეობით, კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა.

“სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს” – განაცხადა წულუკიანმა.

ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნას, მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay