საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უახლოეს დღეებში უკრაინაში ერთობლივ სამხედრო დელეგაციას გაგზავნის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“მსურველთა კოალიციის” დასრულების შემდეგ, მაკრონმა აღნიშნა, რომ კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს დაევალებათ, სამი კვირის ვადაში მოამზადონ წინადადებები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი. რაც შეეხება სამხედრო მისიას, მაკრონის თქმით, ფრანგი და ბრიტანელი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმუშავებენ “რათა დაეხმარონ მათ მომავლის დაგეგმვაში”.
ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ განაცხადა:
“სრული სიცხადე იყო, რომ რუსეთი [მშვიდობის] დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე სრულიად ცხადად უნდა ვისაუბროთ, ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა, რათა დავეხმაროთ შეერთებული შტატების ინიციატივას, რათა ქვეყნების ამ ჯგუფის მხრიდან ზეწოლის მეშვეობით რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ”