სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები დაინიშნა

თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები დაინიშნა

by admin

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე შოთა გეწაძის, თურქეთში – არჩილ კალანდიას, კუბის რესპუბლიკაში კი გრიგოლ (გიგლა) ბარამიძის კანდიდატურები წარუდგინა.

შესაბამისი განკარგულება კობახიძემ მიმდინარე წლის 21 მარტს გამოსცა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დასახელებული კანდიდატურები მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 1-ელი აპრილიდან შეუდგებიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay