ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო კობახიძის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

კობახიძის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

by admin

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება.

“ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების მიზნით, “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა (LDCs) და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების (SIDS) წარმომადენელთა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ნებაყოფლობით ფონდში”. – წერია განკარგულებაში.

ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში 44 ქვეყანაა: ავღანეთი, გვინეა, რუანდა, ანგოლა, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, ბანგლადეში, ჰაიტი, სიერა ლეონე, ბენინი, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, ბურკინა-ფასო, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი, ბურუნდი, ლესოტო, სამხრეთ სუდანი, კამბოჯა, ლიბერია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მადაგასკარი, ტიმორ-ლესტე, ჩადი, მალავი, ტოგო, კომორის კუნძულები, მალი, ტუვალუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ჯიბუტი, მოზამბიკი, უგანდა, ერიტრეა, მიანმარი, იემენი, ეთიოპია, ნეპალი, ზამბია, გამბია, ნიგერი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay