ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო კიშინიოვში გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

კიშინიოვში გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

by admin

კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუცული 25 მარტს კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პირველი მისი პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებას [რუსეთიდან] ეხება, მეორე კი 2022 წელს კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას. გუცული ბრალდებებს უარყოფს და სანდუს ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

გუცულის დაკავება გასულ კვირაში ორი პრორუსი პარლამენტარის, ალექსანდრ ნესტეროვსკის და ირინა ლოზოვანის “აუხსნელ გაქრობას” მოჰყვა. ნესტეროვსკის გასულ კვირაში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ლოზოვანი კი მსგავს საქმეზე ვერდიქტს ელოდებოდა.

ცნობისთვის, 2024 წელს ევგენია გუცულს სანქციები დაადეს აშშ-მ და ევროკავშირმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay