ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა შავ ზღვასა და ენერგო ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტა მყისიერად შედის ძალაში – ზელენსკი

შავ ზღვასა და ენერგო ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტა მყისიერად შედის ძალაში – ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და პუტინი გააფრთხილა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთანხმებას დაარღვევს.

“თუ რუსები დაარღვევენ ამას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას], მაშინ მე პირდაპირი თხოვნა მექნება პრეზიდენტი ტრამპისთვის. თუ ისინი დაარღვევენ, აქ არის მტკიცებულება – ჩვენ ვითხოვთ სანქციებს, ჩვენ ვითხოვთ შეიარაღებას”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay