ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home საზოგადოება FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, სეპ ბლატერი და მიშელ პლატინი კორუფციის საქმეში გაამართლეს

FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, სეპ ბლატერი და მიშელ პლატინი კორუფციის საქმეში გაამართლეს

by admin

შვეიცარიის სააპელაციო სასამართლომ FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, სეპ ბლატერი და ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, მიშელ პლატინი კორუფციისა და თაღლითობის საქმეში გაამართლა. მანამდე, 2022 წელს ბლატერი და პლატინი სასამართლოს პირველმა ინსტანციამაც გაამართლა.

შვეიცარიის პროკურატურამ FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი პლატინისთვის 2011 წელს 2 მილიონი შვეიცარული ფრანკის ($2.6 მილიონი) გადახდაში დაადანაშაულა.

არსებული ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს აღნიშნული თანხა 1998-2002 წლებში გაწეული კონსულტაციითვის გადაუხადეს.

“ორი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, შვეიცარიის გენერალური პროკურორის სამსახურმაც უნდა გაიაზროს, რომ ეს კრიმინალური საქმეები წარუმატებელია” – ამბობს პლატინის იურისტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay