70
უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“ამ ომში რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც ნატო-ში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერს, მთავარი როლი ექნება. მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც დონალდ ტრამპი გადადგამს. საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინის გარკვეული ტერიტორიები ძალით დაიკავოს. ეს მიუღებელია”