70
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ ნახევარი წლით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.
“ეს ეკონომიკური ზომები, რომელიც პირველად 2014 წელს დაწესდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ”, – აღნიშნულია პრესრელიზში.