პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები – იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
“როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!,“ – აღნიშნულია განცხადებაში.