ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ეგზიტპოლების თანახმად, ლუკაშენკას ამომრჩეველთა 87,6% უჭერს მხარს

ეგზიტპოლების თანახმად, ლუკაშენკას ამომრჩეველთა 87,6% უჭერს მხარს

by admin

ბელარუსში დაიხურა საარჩევნო უბნები და დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTa იტყობინება, რომ ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ამომრჩეველთა 87,6% უჭერს მხარს.

ამავე მონაცემებით, გრაფა „ყველას წინააღმდეგ“ მონიშნა 5,1%-მა. სხვა კანდიდატების შედეგები ასეთია: სიარჰეი სირკანოვი – 2,7%, ალეჰ ჰაიდუკევიჩი – 1,8%; ანა კანაპაცკაია – 1,6%; ალიაქსანდრ ხიჟნიაკი – 1,2%.

კენჭისყრის წინასწარ შედეგებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია 26-27 იანვრის ღამით გამოაცხადებს.

ცესკოს თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობა 85% იყო. ამჯერად საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ გახსნილა.

არჩევნებზე არ ყოფილან ოფიციალური დამკვირვებლები ეუთოდან და დასავლეთის ქვეყნებიდან. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაპატიჟა ეუთოს დამკვირვებლები, მაგრამ მათ უარი თქვეს ჩასვლაზე. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მიწვევა მიიღეს კენჭისყრამდე მხოლოდ 10 დღით ადრე და დამკვირვებელთა მუშაობის ორგანიზება უკვე შეუძლებელი იყო. ამავე დროს ბელარუსის ცესკო ამტკიცებს, რომ არჩევნებს აკვირდებოდა 52 ქვეყნის 486 დამკვირვებელი და 44361 ადგილობრივი დამკვირვებელი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay