რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ნავთობის ფასის დაწევით რუსეთზე ზეწოლით შეიძლება დასრულდეს.
“ახლა ნავთობის ფასი, როდესაც Brent-სა ან WTI-ს შეხედავთ, დაახლოებით 70$-ია ბარელზე, რუსეთი ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარს იღებს, რა მოხდება, თუ ეს ფასი $45-მდე ჩამოვა, რაც ფაქტობრივად უზარალო საქმისწარმოების წერტილია? ამიტომ გააკეთა მან [ტრამპმა] კომენტარი, როცა დავოსში ხალხს ელაპარაკებოდა. პრეზიდენტი აქედან გამომდინარეობს, ის ამას ეკონომიკურად უდგება და უდგება დიპლომატიურად, ელაპარაკება ჩრდილოეთკორეელბს და ელაპარაკება ჩინელებს. ასე დავასრულებთ ამას და არა ერთმანეთის დახოცვით, ეს არ იმუშავებს. როდესაც პუტინს შეხედავ, ვერ იტყვი უბრალოდ, შეწყვიტე ხოცვა, რადგან, გულწრფელად, ეს არ არის მათი მენტალიტეტი, ისინი ასე არ აკეთებენ, სხვანაირად უნდა მიუდგე და პრეზიდენტი ამას ერგება, ბაიდენისგან განსხვავებით, რომელმაც გააკეთა კომენტარი, “რამდენი ხანიც იქნება საჭირო, რამდენიც იქნება საჭირო”, ეს იყო კინეტიკური ომი – ამ მთელ სამხედრო აღჭურვილობას მივცემთ და მათ ხოცვას გავაგრძელებთ – ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილებიც არსებობს და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ეს ესმის”. – თქვა კელოგმა